logo_geo
სოფო კილაძე: ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიზნად ადამიანი და მისი კეთილდღეობა განვსაზღვრეთ
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:00

 

„ჩვენ ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიზნად ადამიანი და მისი კეთილდღეობა განვსაზღვრეთ“, - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ ჩვენი პოლიტიკის მთავარ მიზნად ადამიანი და მისი კეთილდღეობა განვსაზღვრეთ. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა სფეროში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები წინსვლა. ჩემთვის ყველაზე მთავარი ინდიკატორი ეს არის სტრასბურგის სტატისტიკა “,- განაცხადა სოფო კილაძემ.

 

მისი თქმით, გასულ წელს, სტრასბურგს სარჩელით 100-ზე ნაკლებმა ადამიანმა მიმართა მაშინ, როდესაც წინა ხელისუფლების პირობებში ყოველწლიურად ეს რიცხვი ოთხასს აჭარბებდა. მისივე განცხადებით, გამოწვევები ჯერ კიდევ არის, რაზეც ხელისუფლება ერთიანი ძალისხმევით მუშაობს.

 

„შემიძლია დავარწმუნო საზოგადოება, რომ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არის, ამის გამოსწორებაზე ნამდვილად, მთლიანი, ერთიანი ძალისხმევით ვმუშაობთ“, - აღნიშნა სოფო კილაძემ. მისივე განცხადებით, გიორგი გახარია და მისი კაბინეტი იქნება თანმიმდევრული და ეფექტიანი ამ პოლიტიკის განხორციელებაში.

 

„პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს აქვს სისტემური ძლიერი ხედვა და მან ბევრი სისტემური რეფორმა განახორციელა მეტად საპასუხისმგებლო პოზიციების შესრულებისას. სწორედ, ამიტომ მე მხარს ვუჭერ გიორგი გახარიას და მის ახალ კაბინეტს“, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

 

 

 

big_banner
არქივი