logo_geo
გიორგი გახარია: თუ ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეში გამოიკვეთებიან ორგანიზატორები, დაისჯებიან
- +

8 სექტემბერი. 2019. 17:26

 

პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის ტრიბუნიდან პირობა დადო, რომ თუკი დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურების გაყალბების საქმეში გამოიკვეთებიან ორგანიზატორები, რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

 

„დღგ-სთან დაკავშირებული ისტორია ძალიან სერიოზული გამოწვევაა საგადასახადო და სამართალდამცავი სისტემისათვის - ეს არის ფაქტი და უნდა ვაღიაროთ! ამ საქმის ფარგლებში დაკავებულია დაახლოებით 60-მდე ადამიანი. დევნა უფრო მეტზეა დაწყებული. კითხვაზე, ხომ არ ვაპირებთ რიგით ბიზნესმენებზე გადავტეხოთ ჯოხი? - არ ვაპირებთ! გამოძიებას აქვს თავისი ლოგიკა. ეს ლოგიკა მდგომარეობს იმაში, რომ სრულფასოვანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დასადგენად დევნის დაწყება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანებმა გადასახადის გადახდას განზრახ აარიდეს თავი და ჩათვლებისთვის გამოიყენეს ჰაერზე შექმნილი დღგ - ეს არის პირდაპირი ზიანი, რომელიც ბიუჯეტს მიადგა. შეიძლება სასჯელის სიმკაცრეზე ვიმსჯელოთ, თუმცა საგადასახადო დისციპლინის დასამყარებლად, რა თქმა უნდა, თუკი ამ საქმეში გამოიკვეთება ორგანიზატორები, რა დონის თანამდებობის პირებიც არ უნდა იყვნენ, გპირდებით, რომ მათი დევნა და მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. სხვანაირად საგადასახადო დისციპლინას ვერ აღვადგენთ! გპირდებით, რომ ყველა იმ დამნაშავის მიმართ, რომელმაც სხვადასხვა დოზით ამ სქემის შემუშავებასა და განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა, სახელმწიფოს მიდგომა იქნება უმკაცრესი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი