logo_geo
არჩილ თალაკვაძე ემზარ კვიციანთან დაკავშირებით: პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან
- +

8 სექტემბერი. 2019. 18:53

 

„ამ პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პარლამენტთან აქციის მონაწილეებსა და ემზარ კვიციანს შორის მომხდარი დაპირისპირების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

 

„არაერთხელ მითქვამს, რომ ასეთ ფაქტებზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ. ასე რომ, ამ პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, თუ რომელ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის შესაბამისი ინსტიტუტების საქმე. პარლამენტის საქმე არის საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა მთავრობაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეებთან დეპუტატი ემზარ კვიციანი მივიდა, რომელმაც მომიტინგეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადგილზე ვითარების განმუხტვას პოლიცია ცდილობდა.

 

 

big_banner
არქივი