logo_geo
გიორგი კვირიკაშვილი ჯემალ სეფიაშვილს: მთელი გულით გილოცავთ 70 წლის იუბილეს!
- +

21 თებერვალი. 2017. 23:30


 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილს 70 წლის იუბილე მიულოცა.

 

„ბატონო ჯემალ,

 

მთელი გულით გილოცავთ 70 წლის იუბილეს!

 

თქვენმა სიმღერებმა საყოველთაო სიყვარული მოიპოვა ყველა თაობის მსმენელში. ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება კი, სწორედ ხალხის სიყვარულია, რომელიც თქვენ არასოდეს მოგკლებიათ. გისურვებთ დღეგრძელობას და შემოქმედებით წარმატებებს", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.



 

 

 

 

 

big_banner
არქივი