logo_geo
ირმა ინაშვილი: ჩვენ არ გვინდა ომი, გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან
- +

9 სექტემბერი. 2019. 13:27

 

„ძალიან ბევრნი ვართ და ყოველდღე ჩვენ ვიქნებით უფრო და უფრო ბევრი. უნდა ვიყოთ ბევრი, რადგან ეს ქვეყანა ხელში არ ჩაიგდონ სააკაშვილმა და ბოკერიებმა. ეს არ უნდა დავუშვათ ჩვენ“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა სპორტის სასახლეში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშეა.

 

„ჩვენ ვართ სიღატაკის წინაშე, რყევების წინაშე, გვაყენებენ რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე. ჩვენ არ გვინდა ომი, გვინდა პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, სოხუმთან, ცხინვალთან. ჩვენ არ გვინდა შიშების ქვეშ ცხოვრობდეს ეს ხელისუფლება, ბოკერია სააკაშვილების იდეოლოგიის წნეხის ქვეშ. დღეს სააკაშვილ-ბოკერიას ხუთიოდე „პარტმუშაკი“, ვითომ ახალგაზრდა აქტივისტი პარლამენტის შენობიდან გამოსულ დეპუტატებს და ემზარ კვიციანს, რომელიც კოდორს იცავდა კბილებით და უამრავი ნათესავი დაკარგა ომებში, მოღალატეს უწოდებ. ეს მოღალატეები უნდა დავამთავროთ. მაგრამ გახარია რომ ამბობდა გუშინ, დავამთავრებ „ნაციონალურ მოძრაობასო“, მე ვუთხარი, თუ ამთავრებ, დაამთავრე, თუ არადა მე დამნიშნე გენერალურ პროკურორად ერთი კვირა და მე დავამთავრებ-თქო.

 

ჩვენ მოგვიწევს ძალიან დიდი ბრძოლა, ყველა უნდა მოვემზადოთ ამისთვის. გარეთ ვიდექი და უამრავი ახალგაზრდაა, ვინც გვიერთდება და ეს ახალგაზრდობა არის ჩვენი იმედი, ხვალინდელი დღე. მინდა, მივესალმოთ ახალგაზრდებს. სულ ტყუილად გვეძახიან პენსიონერების პარტიას. ძალიან დიდი ტალღა შემოვიდა ახალგაზრდების. ყველას დიდი სალამი და უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ თაობისთვის უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, სადაც მწამებელი ვერ დაგარიგებს ჭკუას“, - განაცხადა ინაშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი