logo_geo
ლინას ლინკევიჩუსი: მსურს, მკაცრად დავგმო ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთან
- +

9 სექტემბერი. 2019. 13:31

 

„მსურს, მკაცრად დავგმო ყველა ქმედება, რაც დაკავშირებულია ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთან“, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

ლინას ლინკევიჩუსის თქმით, ლიეტუვა მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს მიმართ ყველა მიუღებელ ქმედებებთან დაკავშირებით.

 

„მსურს მკაცრად დავგმო ყველა ქმედება, რაც დაკავშირებულია ე.წ. არჩევნებთან და ბორდერიზაციასთან. ეს ქმედებები მიუღებელია და ვგმობთ მას. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდა. რუსეთის აგრესიის დაგმობასთან ერთად, ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს, რასაც საქართველო აკეთებს ევროინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო ლიდერია ამ მიმართულებით. ნატოსთან მიმართებაში შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ალიანსის წევრივით მოქმედებს, აგზავნის ჯარისკაცებს, იზიარებს რისკებს, რაც სამომავლოდ ძალიან ძლიერი არგუმენტები იქნება“, – აღნიშნა ლინკევიჩუსმა.

 

ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ვილნიუსი ყოველთვის ელოდება, რომ ქვეყნის შიგნით იქნება ძლიერი დემოკრატია.

 

„არჩევნები, მედია პლურალიზმი, დემოკრატიის ყველა ეს ინსტრუმენტი უნდა იყოს ძლიერი და დაცული, იმ ქვეყანაში, რომელსაც უნდა სამომავლოდ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება. ეს პროცესი ყოველთვის არ არის ადვილი, არსებობს ბევრი ბარიერები და ობიექტური პრობლემები. ყოველთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ და ჩვენ, ყოველთვის ვიყავით აქ. ამ ღირებულებების დაცვა მნიშვნელოვანია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენთვისაც, ლიეტუვისთვის. ის, ვინც ცდილობს, რომ მიზნები სამხედრო საშუალებებით შეასრულოს, უნდა შეჩერდეს. საქართველო არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი ამ პროცესში“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.

 

 

 

big_banner
არქივი