logo_geo
ფილიპ რიკერი: დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში ელჩად წარდგენილი კელი დეგნანი მუშაობას მალე დაიწყებს
- +

9 სექტემბერი. 2019. 17:19

 

 

 

„კელი დეგნანი მაღალკვალიფიციური დიპლომატია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობას მალე დაიწყებს - დრო დამოკიდებულია პროცედურებსა და სენატზე“, -ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ფილიპ რიკერმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მან უპასუხა კითხვას იმის შესახებ, თუ როდის დაინიშნება აშშ-ს ელჩი საქართველოში და აღნიშნა, რომ ეს პროცედურებზეა დამოკიდებული.

 

"პრეზიდენტმა ტრამპმა დაასახელა ელჩის კანდიდატურა, კელი დეგნანი. ის ჩემი ძალიან კარგი მეგობარი და ძალიან გამოცდილი დიპლომატია. იტალიაში მსახურობდა ელჩის მოადგილედ, შემდგომ იყო ავღანეთში, ასევე ნატო-ს მისიაში, ხოლო ახლა მსახურობს პოლიტიკურ მრჩევლად ნეპალში, სამხედრო-საზღვაო ძალებში. ის ნამდვილად მაღალკვალიფიციური დიპლომატია, რომელიც მალე დაიწყებს მოღვაწეობას საქართველოში. რაც შეეხება დროს, ეს დამოკიდებულია ჩვენს პროცედურებზე და სენატზე, თუ როდის მოხდება მისი დამტკიცება, რადგან არსებობს გარკვეული პროცესურები - მოსმენა, დამტკიცება და ალბათ, როდესაც აღდგება სესიები სენატში, ესეც მალე მოხდება. ამასობაში, საქართველოში აშშ-ს სახელით აგრძელებს მუშაობას აშშ-ს საელჩო, ელიზაბეთ რუდის ხელმძღვანელობით, ის ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელია. პომპეო და თითოეული ჩვენგანი ამაყნი ვართ იმის გამო, თუ რასაც ახორციელებს და რა წარმატებასაც აღწევს საელჩო", - განაცხადა რიკერმა.

 

 

 

big_banner
არქივი