logo_geo
თამარ ჩუგოშვილი ემზარ კვიციანზე: ყველა დეპუტატს აქვს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება
- +

9 სექტემბერი. 2019. 19:38

 

 

„ყველა დეპუტატს აქვს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებსა და დეპუტატ ემზარ კვიციანს შორის ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას.

 

„კადრების ნაწილი ვნახე. გუშინ თვითონ ვაკვირდებოდი, როდესაც ეს მოვლენები ვითარდებოდა. მე დავინახე, რომ იყო ხმაური, შეხლა-შემოხლა. დანარჩენი ჩემი განსასჯელი არ არის. ამას შეაფასებენ შესაბამისი ორგანოები. თუ არის საფუძველი, რეაგირებაც იქნება.

 

ყველა დეპუტატს აქვს თმენის განსაკუთრებული ვალდებულება, ამიტომ ისეთ შემთხვევებშიც კი, როდესაც ადამიანი შეიძლება თვლიდეს, რომ უხეშად და ა.შ. მიმართეს, ბუნებრივია, თავშეკავება მართებს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიქცევი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 

big_banner
არქივი