logo_geo
ანგელა მერკელი: გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას
- +

11 სექტემბერი. 2019. 22:08

 

„გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელის მისალოც ტექსტშია ნათქვამი, რომლითაც გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

 

„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას. გისურვებთ წარმატებასა და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში“, – ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი