„გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას“, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ანგელა მერკელის მისალოც ტექსტშია ნათქვამი, რომლითაც გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
„მიხარია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. ეს ეხება შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობას „აღმოსავლეთ პარტნიორობისა“ და NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ასევე ჩვენს მრავალფეროვან ორმხრივ ურთიერთობებს. გერმანია მზად არის, დაუჭიროს მხარი საქართველოს დემოკრატიული და სამართლებრივი სტრუქტურების შემდგომ განვითარებას. გისურვებთ წარმატებასა და სიძლიერეს თქვენს საპასუხისმგებლო მისიაში“, – ნათქვამია ანგელა მერკელის მილოცვაში.