logo_geo
ჯეიმს აპატურაი: საქართველოს NATO-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ალიანსის ინტერესს არ იწვევს
- +

12 სექტემბერი. 2019. 11:08

 

„საქართველოს NATO -ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს NATO -ში ინტერესს არ იწვევს“, – ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO -ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გააკეთა.

 

მისივე თქმით, მას არ სჯერა, რომ მსგავსი იდეა დღეს არსებული საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, დროულია.

 

„მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ NATO -ში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. NATO -ში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს NATO-ში და მეტ NATO-ს საქართველოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტული იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. NATO -ს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს NATO -ს წევრობისთვის მომზადებაში“, – წერს აპატურაი.

 

 

 

 

big_banner
არქივი