logo_geo
მედლინ მუნი: ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ არის, იფიქრო, რომ დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა
- +

12 სექტემბერი. 2019. 17:36

 

„ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ, რაც შეიძლება დემოკრატიაში გააკეთო,  არის ფიქრი იმისა, რომ დემოკრატია მხოლოდ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა - ეს ასე არ არის,  ეს ეხება თითოეულ მოქალაქეს, მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას“,- ამის შესახებ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

არჩილ თალაკვაძემ და მედლინ მუნმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

„თითოეულ მოქალაქეს ეკისრება პასუხისმგებლობა, მოისმინოს, გააცნობიეროს და გააანალიზოს ის, რასაც ისმენენ. ყველაზე დიდი რისკი დემოკრატიებში არის დებატების გაჩერება, ასევე, ისინი, ვისაც სურს დემოკრატიის განადგურება, შეეცდებიან, რომ ისარგებლონ დემოკრატიის ღიაობითა და გამჭვირვალობით, რათა შეუტიონ მას. ასე რომ, თქვენს წინაშე არსებული გამოწვევა, და ნამდვილად გაქვთ დიდი გამოწვევები ამ მიმართულებით, არის ღია მედიის, ღია პოლიტიკური დისკუსიების შენარჩუნება და იმ ხმების შენარჩუნება, ვისაც მკაცრად არ ეთანხმებით, არ მოგწონთ და ეწინააღმდეგებით თქვენი არსების თითოეული უჯრედით. მარტივი საქმე მათი გაჩუმება და გაჩერებაა. ჭკვიანურია წესების დაწესება. დიახ, ხალხს აქვს დემონსტრაციების გამართვის უფლება, მაგრამ კანონის ფარგლებში. არ შეგეშინდეთ მოკავშირეების განაწყენებისა, რადგან მათ კარებთან დემონსტრაციებია. დემონსტრაციები ჯანსაღი მოვლენაა საზოგადოებაში, მაგრამ არასდროსაა ჯანსაღი ძალადობრივი აქცია. ასე რომ, დარწმუნდით, რომ ესაა მშვიდობიანი, კანონის ფარგლებში, მიეცით ხალხს საშუალება, გამოთქვას საკუთარი სათქმელი მშვიდად“, - განაცხადა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

 

big_banner
არქივი