logo_geo
დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო ახალ, საკუთარ შენობაში გადავიდა
- +

13 სექტემბერი. 2019. 17:35

 

 

საქართველოს საელჩო დიდ ბრიტანეთში ლონდონში ახალ შენობაში გადავიდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი ავრცელებს.

 

საელჩოს ახალი მისამართია – 20 Saint George’s Square, Pimlico, London.

 

ლონდონში საქართველოს საელჩოსთვის შენობის შესაძენად გასული წლის ბოლოს 3 520 000 გირვანქა სტერლინგი გამოიყო. მანამდე საელჩო ნაქირავებ შენობაში იყო განთავსებული.

 

 

big_banner
არქივი