logo_geo
გიორგი ვოლსკი: „ქართული ოცნება“ თვითონ გადაწყვეტს კოალიციაში ვისთან იყოს ან არ იყოს
- +

13 სექტემბერი. 2019. 20:59

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა, ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვან „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მთავრობის შექმნაზე, დესტრუქციული ქმედებაა.

 

„ოპოზიცია არის წინასაარჩევნო რეჟიმში ჩართული და გაცილებით მძიმე, დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებს. მაგალითად, მომავალი მთავრობა არ უნდა დაკომპლექტდეს თურმე „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში. ჯერ ერთი, „ქართული ოცნება“ თვითონ გადაწყვეტს კოალიციაში ვისთან იყოს ან არ იყოს, რაც მთავარია, ამ განცხადებით ქვეყნის სტაბილურობას ემუქრებიან ანუ არ შედგეს კოალიცია და მთავრობის გარეშე ყოფნა ქვეყნისთვის იქნება მძიმე შედეგების მომტანი და თუკი ვერ შედგა კოალიცია, იქნება რიგგარეშე არჩევნები. ეს ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ კიდევ მეტ მოტივაციას მისცემენ საზოგადოებას და ჩვენც, რომ ხმების 50 პროცენტზე მეტი ავიღოთ და ქვეყანა არ დავაყენოთ იმ დესტრუქციის წინაშე, რითაც დღესვე გვემუქრებიან ჩვენი ოპონენტები. შევეგუოთ იმას, რომ დღეიდან მოყოლებული გაცილებით უფრო მეტი და მწვავე შინაარსის განცხადებები ექნებათ ჩვენ ოპონენტებს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

 

 

big_banner
არქივი