logo_geo
„ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, რა უნდა მოხდეს მომავალში“
- +

15 სექტემბერი. 2019. 02:01

 

„ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

 

„ეს არის ერთი კონკრეტული პარტიის და მისი ერთი ან ორი ლიდერის მხრიდან დანარჩენ ოპოზიციაზე მათი ხედვისა და დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. პირდაპირ გეტყვით, საზოგადოების დაკვეთაა, ჩატარდეს პროპორციული არჩევნები და არჩევნების შედეგების გათვალისწინებით გადაწყდეს, თუ ვინ აიღებს მმართველობაზე პასუხისმგებლობას, იქნება ეს ერთი გამარჯვებული პარტია ოპოზიციასთან ერთად, თუ იქნება პარტია, რომელიც საკმარის ხმებს მიიღებს ამისთვის. შესაბამისად, ვერც „ევროპული საქართველოდან“ და ვერც ერთი სხვა პარტიიდან ვერც ერთი ცალკეული ადამიანის გადასაწყვეტი ვერ იქნება, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში. ეს არის მომავლის საქმე და ესაა არჩევნების გადასაწყვეტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ გუშინ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში.

 

 

 

 

big_banner
არქივი