logo_geo
არჩილ თალაკვაძე გიგა ბოკერიას: მოგიწოდებთ კორექტულობისკენ, ბატონო გიგა! გუშინ სოფიო ქაცარავას დაემუქრეთ...
- +

17 სექტემბერი. 2019. 14:20

 

 

 

„გმადლობთ, რომ დააზუსტეთ, რომ თქვენი ამოცანა არ არის ქალბატონი ქაცარავას განადგურება. მეც ასე მახსოვდა, რომ თქვენ მხოლოდ რეალისტურ ამოცანებს ისახავდით ხოლმე მიზნად“, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას პლენარულ სხდომაზე.

 

პარლამენტის სპიკერმა ბოკერიასა და მდინარაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირებისას ბოკერიას კორექტულობისკენ მოუწოდა.

 

„მოგიწოდებთ კორექტულობისკენ, ბატონო გიგა. გუშინ სოფიო ქაცარავას დაემუქრეთ განადგურებით, დღეს ბატონ მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებთ ლამის“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

პარლამენტის თავმჯდომარეს ბოკერიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ არავის ფიზიკური განადგურება მისი ამოცანა არაა, პოლიტიკურად კი მმართველი გუნდი თავად ინადგურებს თავს. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს დაზუსტებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა.

 

 

 

big_banner
არქივი