logo_geo
საქართველოში შვეიცარიის ელჩი: ნებისმიერ სანქციას მოჰყვება შედეგები, შესაბამისად...
- +

17 სექტემბერი. 2019. 17:12

 

 

„ნებისმიერ სანქციას მოჰყვება შედეგები, შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება სანქციებს საქართველოსთვის“, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში შვეიცარიის ელჩმა პატრიკ ფრანცენმა „ევროპული საქართველოს“ ინიციატივაზე, რომელიც ერთ-ერთ პუნქტად რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას ითვალისწინებს.

 

როგორც ელჩმა აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობამ პროექტს მხარი არ დაუჭირა, რასაც ხალხმა პატივი უნდა სცეს.

 

„შვეიცარია, რომელიც არის დიალოგის ქვეყანა, ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ აწარმოებს დიალოგს, მოუწოდებს პარტიებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან საქართველოს პარლამენტში, ისაუბრონ ამ თემებზე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ წარმომადგენლობას პარლამენტში აქვს უფლება და საშუალება, რომ ნებისმიერი ინიციატივა. უმრავლესობას აქვს უფლება, რომ მოიწონოს ან დაიწუნოს ინიციატივა. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და არ დაუჭირა მხარი ინიციატივას. თუ უმრავლესობა რომელიმე ინიციატივას მხარს არ უჭერს, ხალხმა ამას პატივი უნდა სცეს. რაც შეეხება სანქციებს, რა თქმა უნდა, როგორც შვეიცარიელ დიპლომატს, ამაზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. თუმცა საქმე იმაშია, რომ ნებისმიერ სანქციას მოჰყვება თავისი შედეგები, შესაბამისად, გასათვალისწინებელია, რა მოჰყვება  სანქციებს საქართველოსთვის“, – განაცხადა პატრიკ ფრანცენმა.

 

რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ელჩის განცხადებით, ოკუპაცია პრობლემაა, რომელზეც ყველამ უნდა ერთად უნდა იმუშაოს.

 

„რაც შეეხება მეზობლებს, მეზობელ ქვეყნებს აქვთ საერთო ინტერესები, პრობლემები და ამ პრობლემებზე უნდა მოხდეს შეთანხმება. ეს ხდება დიპლომატიის გზით, საუბრით და რა თქმა უნდა, სწორი რეალისტური საგარეო პოლიტიკით“, – განაცხადა პატრიკ ​ფრანცენმა.

 

 

big_banner
არქივი