logo_geo
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია ჩვენი მთავრობა, რომელიც მაქსიმალურად წარმატებული უნდა იყოს
- +

17 სექტემბერი. 2019. 17:36

 

 

„კონცენტრირებული ვართ ჩვენს დღის წესრიგზე, ჩვენს კაბინეტზე, რომელსაც არ აქვს ჩრდილი, ამ რეჟიმში მუშაობას გავაგრძელებთ“, – ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომ გაზაფხულზე შეიქმნება „ჩრდილოვანი კაბინეტი“, რომელიც 12 ლიდერის მიერ შექმნილ პროგრამას დაეყრდნობა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია, „ქართული ოცნების“ მთავრობა იყოს, მაქსიმალურად წარმატებული.

 

„ჩვენთვის მთავარიa ჩვენი მთავრობა, რომელიც უნდა იყოს მაქსიმალურად წარმატებული და ამ ყველაფერს ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ. ყველას თავისი არჩევანი აქვს, შეუძლიათ, ისე იმოქმედონ, როგორც ტაქტიკურად სწორად მიაჩნიათ. ჩვენი ტაქტიკა და სტრატეგია გვაქვს, რაც ჩვენთვის არის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

big_banner
არქივი