logo_geo
გოგა ხაინდრავა: მე ფაქტები მაქვს ხელში... დამიჯდეს ბოკერია აქ, ყველაფერს დავულაგებ პუნქტებად
- +

18 სექტემბერი. 2019. 02:09

 

 

 

„ისინი ისეთივე ევროპელები და პროდასავლელები არიან, როგორც მე პრომალაიზიელი. ეს არის რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფი, ეს არის ხალხი, რომლებმაც მათი ლიდერის თამადობით რეზოლუციას მოაწერეს ხელი, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აგრესიის შედეგი სახელმწიფოს, საქართველოს უგუნური ქმედება იყო, რომლის სათავეში ბოკერია იდგა და იდეოლოგი იყო. ეს არის ჯგუფი, რომელიც ნებით და უნებლიეთ იმ ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში, რომლებიც სჭირდება რუსეთს“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„ესენი ისეთივე ევროპელები არიან და პროდასავლელები არიან როგორც მე პრომალაიზიელი ვარ. ეს არის რუსული ინტერესების გამტარებელი ჯგუფი. ეს არის რეალობა, ეს არის დღევანდელი დღე. ეს არის ხალხი, რომლებმაც რეზოლუციას მოაწერეს ხელი მისი ლიდერის თამადობით, სადაც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ აგრესიის შედეგი იყო უგუნური ქმედება სახელმწიფოსი, საქართველოსი, რომლის სათავეში ბოკერია იდგა და იდეოლოგი იყო. ეს არის ჯგუფი, რომელიც ნებით და უნებლიეთ იმ ინტერესებს ახორციელებენ საქართველოში, რომლებიც სჭირდება რუსეთს. მე ვიყავი სახელწმიფო მინისტრი, ძალიან კარგად მახსოვს ბოკერია, სააკაშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, მერაბიშვილი. სხვათა შორის ეს მერაბიშვილის ადვოკატი იყო. აი ეს საქართველოს დიდი მოყვარული კაცი რომ არის, რუსულ ოკუპაციას რომ ებრძვის ჩახდილი შარვლებით სასაზღვრო ზოლზე, ესენი არიან. ამათმა მიიყვანეს ქვეყანა იმ მდგომარეობამდე, რა მდგომარეობაშიც იყო. ამათმა ავანტიურამ, აბსოლუტურად უგუნურმა ქმედებამ, ამათმა სამშობლოს არსიყვარულმა და არშეხედვამ, რომ ეს სამშობლო, შენი სამშობლოა.

 

ოთარ კახიძეს ვინ ეკითხება და ვინ უსმენს? საერთაშორისო თანამეგობრობა აკეთებს იმას, რასაც თვლის საჭიროდ – არც იმაზე მეტს და არც იმაზე ნაკლებს. შეხედეთ მათ გამონათქვამებს, მათ რეზოლუციებს, მათ დამოკიდებულებებს იმ საფრთხისადმი, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის, არა მარტო საქართველოსთვის, რომლისთვისაც გაათმაგებულ საფრთხეს წარმოადგენს, იმიტომ, რომ ბოკერიას იდეოლოგიით არის შემოყვანილი რუსეთის ჯარი, 25 კილომეტრში დგას თბილისიდან. მათი ქმედების შედეგად არიან, სალომე ზურაბიშვილის მოლაპარაკების შედეგად და მე მონაწილე ვიყავი ამ მოლაპარაკებების, როგორც სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების, ეს ჯარი გაყვანილი იყო და ბოკერიამ, სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ჯარი უკან შემოიყვანეს და აქ დაგვიყენეს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

როგორც რეჟისორი აღნიშნავს, უამრავი მაგალითია, როდესაც მათმა ქმედებამ, პირდაპირ იმუშავა, რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე, მუქარაზე და რომ დადგება დრო – ეს მთავრობა არა, სხვა მთავრობა მათი პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.

 

„მოიყვანე ბატონი ბოკერია და დამიჯდეს აქ, ყველაფერს დავულაგებ პუნქტებად – რა აქვთ ჩადენილი და როდის აქვთ ჩადენილი, რა გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული, სად იყო ავანტიურიზმი. გიგი უგულავა – ეს ხაზინის ქურდი, 2008 წელს ლოჯისტიკას ხელმძღვანელობდა, სამხედრო ლოჯისტიკას. მე ფაქტები მაქვს ხელში. მე ეს ვითარება შიგნიდან ვიცი. ძალიან კარგად იციან გრიგოლ ვაშაძე ვინ არის, ძალიან კარგად იციან, რომ ის არის საბჭოთა უშიშროებაში გაზრდილი კაცი და საბჭოთა ინტერესების გამტარებელი, 25 თებერვალს საკუთარ ცოლს კრემლში საცეკვაოდ რომ გაუშვებ, 25 თებერვალს და ახლა გაიხსენა 1921 წელი, 1801 წელი. რაც მათ ჩაიდინეს, ზუსტად იგივე მოხდა მაშინ. ბოკერიას ვეკითხები, უშიშროების საბჭოს მდივანი რომ იყო და თემურ ალასანია, დღევანდელ დღესაც რუსეთის დაზვერვის ოფიცერი რომ არის, მიხეილ სააკაშვილის ბიძა, რომ ეჯდა უშიშროების საბჭოს სხდომებზე, გადაწყვეტილებას როცა ღებულობდნენ, რომ ღამის 4 საათზე ცხინვალისთვის ცეცხლი გაეხსნათ, რამაც განაპირობა აგრესია, რამაც განაპირობა ინტერვენცია და უამრავი მაგალითია, როდესაც მათმა ქმედებამ, პირდაპირ იმუშავა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, ძალადობაზე და მუქარაზე. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ამ ძალის ერთადერთი მიზანია, ყველანაირად გაითეთრონ თავი და ეს არ მოხდება. ქართულ საზოგადოებას არც ამნეზია სჭირს და არც ის რომ ბოკერია რასაც ლაპარაკობს, მაგას ბევრი უსმენდეს“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

big_banner
არქივი