logo_geo
არჩილ თალაკვაძე მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის მთავარ გამოწვევებს აცნობს
- +

21 სექტემბერი. 2019. 11:47

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიის წარმომადგენლებს იმ მთავარ გამოწვევებს აცნობს, რომლებიც, მისი განცხადებით, საშემოდგომო სესიიდან საკანონმდებლო ორგანოს წინაშე დადგა და, რაზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიის განმავლობაში იმუშავებს.

 

საშემოდგომო სესიისთვის პარლამენტი რამდენიმე ძირითად საკითხს დაუთმობს ყურადღებას: საარჩევნო რეფორმა; სასამართლოს რეფორმა; ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია; საპარლამენტო ზედამხედველობა; 2020 წლის ბიუჯეტი; ტერიტორიული მთლიანობის საკითხები და ანტისაოკუპაციო პოლიტიკა; გარემო და ეკოლოგია; ბავშვის უფლებები; ბიზნესის მხარდაჭერა; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა.

 

არჩილ თალაკვაძის მედიასთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც ესწრებიან.

 

 

 

big_banner
არქივი