logo_geo
სალომე ზურაბიშვილი ფინეთის პრეზიდენტს შეხვდა
- +

24 სექტემბერი. 2019. 13:16

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს საული ნიინისტოს შეხვდა.

 

მხარეებმა საქართველო-ფინეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ისაუბრეს.

 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესის მიმდინარეობა და ამ გზაზე ფინეთის როლი. შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ოკუპაციის პრობლემას.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩნდება საჭიროება, ჩვენმა პარტნიორებმა კვლავ დააყენონ საქართველოს საკითხი რუსეთთან ფორმალური და არაფორმალური დისკუსიებისას ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში და შეახსენონ მას აღებული ვალდებულებები. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ-იორკში, სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად, გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

 

 

 

 

big_banner
არქივი