logo_geo
სალომე ზურაბიშვილი ბარბადოსის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
- +

24 სექტემბერი. 2019. 17:57

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში ბარბადოსის პრემიერ-მინისტრ მია ამორ მოტლის შეხვდა.

 

როგორც პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საუბარი შეეხო ტურიზმის როლს ორი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე ბარბადოსის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.

 

ზურაბიშვილის თქმით, ბარბადოსი და საქართველო – ორი პატარა ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი