logo_geo
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სოფელ წნელისთან ცალმხრივი ქმედებებზე უარი უნდა ითქვას
- +

24 სექტემბერი. 2019. 18:31

 

„სოფელ წნელისთან დაძაბულობის უმოკლეს ვადებში განმუხტვა აუცილებელია“, – ამის შესახებ საუბარია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მოსკოვში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

 

„კონსულტაციების დროს განხილვის მთავარი თემა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და საქართველო საზღვარზე შექმნილი სიტუაცია იყო. რუსულმა მხარემ აქცენტი გააკეთა სასაზღვრო ზოლთან და სოფელ წნელისის რაიონში დაძაბულობის უმოკლეს ვადაში განმუხტვის აუცილებლობაზე, რაც კომპრომისების ძიებისა და დიალოგის გზით უნდა მოხდეს, ხოლო ცალმხრივ მოქმედებებზე უარია სათქმელი“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი ოქტომბერშია დაგეგმილი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი