logo_geo
ვლადიმირ პუტინი: რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელიც მსოფლიოში გლობალურ სტრატეგიულ ბალანსს დაამყარებს
- +

25 სექტემბერი. 2019. 12:59

 

 

„რუსეთი ავითარებს ბირთვულ იარაღს, რომელიც მთელს მსოფლიოში გლობალურ სტრატეგიულ ბალანსს დაამყარებს“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ბირთვული მკვლევარების ამჟამინდელი თაობის მიღწევებს შორის აღსანიშნავია მომავალი თაობის იარაღის შექმნა, რომელსაც მსოფლიოში გლობალური სტრატეგიული ბალანსის დაცვის უზრუნველყოფა შეუძლია“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც პუტინმა ბირთვული ინდუსტრიის მუშაკთა დღესთან დაკავშირებით გაავრცელა.

 

პუტინმა მკვლევარების ახალი თაობის მიღწევათა შორის ასევე დასახელა: „სწრაფი ნეიტრონული რეაქტორების შექმნა, რომელიც მომავალში ბირთვული ენერგიის განვითარებას შეუწყობს ხელს, პირველი მცურავი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება და დიგიტალიზაციის განვითარებისთვის ხელშეწყობა“.

 

 

big_banner
არქივი