logo_geo
ირლანდიაში საქართველოს ელჩად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
- +

25 სექტემბერი. 2019. 15:16

 

 

ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა.

 

2014 წლიდან დღემდე ზურაბაშვილი ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იყო. აქვს მთავრობის კანცელარიაში და საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.

 

ზურაბაშვილის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს მთავრობამ წარუდგინა. დადგენილი პროცედურით, სალომე ზურაბიშვილმა კანდიდატურა მოიწონა და შესაბამისი განკარგულება გამოსცა.

 

 

 

big_banner
არქივი