logo_geo
არჩილ თალაკვაძე: შეწყალების პროცესი პრეზიდენტის ბრძანებულებით რეგულირდება. შესაბამისად...
- +

25 სექტემბერი. 2019. 18:58

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის განმარტებით, შეწყალების პროცესთან დაკავშირებით ცვლილებები, რომელზეც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და პარლამენტი შეთანხმდებიან, საბოლოოდ ისევ პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა აისახოს.

 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ პროცესთან მიმართებით შესაძლებელია გაიწეროს, კონკრეტულ დანაშაულებთან მიმართებაში რა გადაწყვეტილებები იქნება ყველაზე გონივრული.

 

„შეწყალების პროცესი პრეზიდენტის ბრძანებულებით რეგულირდება. შესაბამისად, იმ ცვლილებებზე, რაზეც შევთანხმდებით პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, შემდგომში, ამან ასახვა უნდა პოვოს ისევ პრეზიდენტის ბრძანებულებაში. აქ რისი გაკეთებაც შეიძლება, ალბათ, პირველ რიგში, არის, რომ დაკონკრეტდეს კრიტერიუმები, თუ რა ტიპის დანაშაულებთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილებების მიღება იქნება გონივრული. საბოლოო ჯამში რა სახეს მიიღებს პრეზიდენტის ბრძანებულება, ამას უკვე ვნახავთ მაშინ, როდესაც მასში ცვლილებები შევა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა და პარლამენტს შეწყალების კრიტერიუმების დახვეწის მიზნით კონსულტაციების დაწყება შესთავაზა.

 

 

big_banner
არქივი