logo_geo
სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
- +

25 სექტემბერი. 2019. 20:47

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.

 

მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად შედგა. მიღების დაწყებამდე გადაღებული ფოტო ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

 

17 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა გაიხსნა, რომელშიც ქართული დელეგაცია საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით მონაწილეობს. სესია 27 სექტემბერს დაიხურება.

 

 

big_banner
არქივი