logo_geo
სალომე ზურაბიშვილი: რთული იყო მთვარეზე გაფრენის ოცნების ახდენა, ახლა კი სხვა ოცნება გვაქვს...
- +

26 სექტემბერი. 2019. 02:15

 

 

„რთული იყო მთვარეზე გაფრენის ოცნების ახდენა, ახლა კი სხვა ოცნება გვაქვს, ამბიციური გლობალური პროგრამა, რომელიც მარტივ გზავნილად შეიძლება​ ფორმულირდეს – მიწაზე დაბრუნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„50 წლის წინ ოცნება გვქონდა, ადამიანმა მთვარეზე დაადგა ფეხი. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად რთული იყო ამ ოცნების განხორციელება, რა სერიოზული ადამიანური, ფინანსური, სამეცნიერო რესურსები და რამდენი მსხვერპლი დასჭირდა ამას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ეს შევძელით. მაგრამ დღეს ჩვენ სხვა გამოწვევის წინ ვდგავართ, სხვა ოცნება გვაქვს. ეს ყველაზე უფრო ამბიციური გლობალური პროგრამა გახლავთ, რაც კი კაცობრიობას ჰქონია და ის შეიძლება მარტივ გზავნილად ფორმულირდეს – მიწაზე დაბრუნება.

 

ჩვენ დასახლებული ვართ ერთ პლანეტაზე და აქ ქართველებს მშვიდობიანად ცხოვრება გვსურს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთხელ ვცხოვრობთ და ერთი პლანეტა გვაქვს გადასარჩენი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი