logo_geo
დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უკრაინელ კოლეგას შეხვდა
- +

26 სექტემბერი. 2019. 11:57

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრა გამართა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვადიმ პრისტაიკოსთან.

 

მინისტრმა კიდევ ერთხელ მიულოცა კოლეგას აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.

 

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ეფუძნება ორი ქვეყნისა და ხალხის ისტორიულ მეგობრობას.

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას და არსებულ უსაფრთხოების გარემოს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმხარდაჭერა და მზაობა, ხელი შეუწყონ საერთო პრობლემის გარშემო საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას.

 

მინისტრებმა დადებითი შეფასება მისცეს საქართველოს და უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეულ წარმატებას, ასევე გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად იმუშაონ შემდგომი ინტეგრაციული მიზნებისთვის.

 

მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და უკრაინის აღმასრულებელ და საკანონმდებლო დონეზე არსებულ აქტიურ კონტაქტებს და ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. ასევე დადებითად შეფასდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ორი ქვეყნის თანამშრომლობა, მათ შორის სუამის მინისტერიალი, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი