logo_geo
წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში სათანადო ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომელიც...
- +

26 სექტემბერი. 2019. 12:15

 

„გამოსვლა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა გაერო-ს ტრიბუნიდან, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის, ქალი პრეზიდენტის მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებისადმი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

 

წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლაში სათანადო ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების დარღვევებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად ხდება.

 

„მე ვფიქრობ, მან სათანადო ყურადღება დაუთმო ადამიანის უფლებების იმ მასობრივ და გაუგონარ დარღვევებს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყოველდღიურად ხდება. მან საკმაოდ დეტალურად, მაღალი ტრიბუნიდან ამცნო მსოფლიოს, ყველა ქვეყანას, ვინც ესწრებოდა, მათ შორის პრეზიდენტებს, პრემიერებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, თუ რა ყოფაში უწევთ ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრება. თუ პრეზიდენტს ოპონენტებმა უნდა დაუთვალონ, რამდენჯერ ახსენა ზუსტად რუსეთი, მან ისაუბრა რუსეთზე, როგორც ოკუპაციის განმახორციელებელ სახელმწიფოზე, ამიტომ, ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები იყო“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გუშინ გამოვიდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი