logo_geo
ივანე მაჭავარიანი: მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ თუ ჭერი ავხადოთ?
- +

26 სექტემბერი. 2019. 13:22

 

„პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში გადავიდა და არის მთელი რიგი, გაუთვალისწინებელი ხარჯები“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა ჟურნალისტების კითხვაზე 2019 წლის ბიუჯეტში პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, კითხვები ამ საკითხზე ისმის ისე, თითქოს, რადგან პრეზიდენტთან დაკავშირებით არის კითხვები, ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა იყოს.

 

„როგორ არის კითხვა დასმული – რადგან პრეზიდენტთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა იყოს, ან ადმინისტრაციის შენობასთან, ან პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით? რა კავშირია. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ თუ ჭერი ავხადოთ? ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ხარჯები. მოხდა ცვლილება, პრეზიდენტი გადმოვიდა ახალ რეზიდენციაში. აქ არის მთელი რიგი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ხდება პრაქტიკულად ახალი სივრცის და ოფისის მოწყობა. შესაბამისად, თუ სამეურნეო ნაწილში გნებავთ ჩასვლა, სხვა დროის და სხვა პლატფორმის ნაწილია, რა ხარჯი გეჩვენებათ ზედმეტი, რა ნაკლები, მათ შორის ვიზიტებიც“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი 2.2 მილიონი ლარით, 8.2 მილიონ ლარამდე იზრდება.

 

 

 

 

big_banner
არქივი