logo_geo
თეა წულუკიანი: ამოსავალი წერტილი მშრომელი ტყიბულებების უფლებების დაცვა იქნება
- +

26 სექტემბერი. 2019. 15:11

 

„როცა კომპანია სახელმწიფოს ეუბნება - მე ვერ ვმართე ბიზნესი და მზად ვარ, უსასყიდლოდ დაგითმოო, ეს პრობლემის მოშორებას უფრო ჰგავს“,-ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ტყიბულის შახტთან დაკავშირებულ საკითხზე საუბრისას განაცხადა.

 

წულუკიანის განცხადებით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია მეშახტეებისთვის უსაფრთხო შრომის პირობების შექმნა და ხელფასების დროულად ჩარიცხვა.

 

„ეკონომიკის მინისტრი პრემიერის ინსტრუქციით ჩავა ტყიბულში და ამოსავალი წერტილი იქნება იმ მშრომელი ტყიბულებების უფლებების დაცვა, რომლებიც ამდენი ხანია სწორედ მათი დამსაქმებლისგან ითხოვენ უსაფრთხო შრომის პირობებს, თავის დროზე ანაზღაურების ჩარიცხვას, რისი უფლებაც მათ აქვთ. ამ პრიორიტეტების სახელმწიფოს მხრიდან დაცვა იქნება მთავარი, რადგან ჩვენი ხელისუფლების პირობებში, 7 წელია ამის მოწმე ვარ, თუ რამდენი რამე გაკეთდა იმისთვის, რომ ბიზნესის საქმიანობას ხელი შეეწყოს, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი და შექმნას რაც შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილი, სანაცვლოდ აუცილებელია, თითოეულმა ამ ბიზნესმა პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და უსაფრთხო შრომის სტანდარტი და ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს",-განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

ცნობისთვის, ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ. უკვე რამდენიმე დღეა, ისინი საპროტესტო აქციას მართავენ. მეშახტეები ხელფასების ჩარიცხვასა და შახტის ამუშავებას ითხოვენ.

 

big_banner
არქივი