logo_geo
დავით ზალკალიანი შვეიცარიის მხარის შუამავლობით, შესაძლოა, სერგეი ლავროვს შეხვდეს
- +

26 სექტემბერი. 2019. 17:44

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შვეიცარიული მხარის შუამავლობით, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდეს.

 

არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

 

ამასთან, დღეს გავრცელდა საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის კომენტარი, რომელშიც მინისტრი აცხადებდა, რომ შვეიცარიის მხრიდან გაჟღერდა საინტერესო წინადადება, უახლოეს დღეებში გაგრძელდეს მცდელობები, კერძოდ, მათი მხრიდან მოხდება კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან, რათა გამოინახოს ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება, თუნდაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში.

 

„პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ ძალასთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა. ბუნებრივია, საქართველო იმოქმედებს პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმში“, – განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი