logo_geo
გიორგი გოგოხია: უპატრონობის სინდრომი მაქვს... ვიღაც ჩემითაა დაინტერესებული, რადგან...
- +

26 სექტემბერი. 2019. 21:52

 

ყოფილი პატიმარი, ომის ვეტერანი, ჩუღურეთში „ქართული ოცნების“ მობილური ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი გოგოხია აცხადებს, რომ მისი საქმე დღემდე გამოუძიებელია. გოგოხიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს პოლიტიკური ნიშნით დააკავეს, ციხეში არაერთხელ აწამეს და ცემის გამო მეოთხე სტადიის სიმსივნე განუვითარდა. ყოფილი პატიმარი ეჭვობს, რომ მისი საქმის გამოძიებას „ქართული ოცნებიდან“ ვიღაც უშლის ხელს. ამის შესახებ გოგოხიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში საუბრისას განაცხადა.

 

„2012 წლის აგვისტოში დამიჭირეს, დამასაფლავეს ისეთი კადრები დამიდეს, ახლაც რომ მახსენდება მაკანკალებს. ციხეში, ცემაში დამმართეს მეოთხე სტადიის კიბო, დღეში სამჯერ მცემდნენ, საღ კბილებს ცოცხლად მაძრობდნენ. არ ვიცი როგორ გადავრჩი, ალბათ ღმერთის ნებაა. ეს დაკავება იყო პოლიტიკური სარჩულით. არავინ მომაქცია ყურადღება, ის კი არა ვითომ პოლიტპატიმართა სიაში უნდა შევსულიყავი და 2013 წელში ქალბატონმა ნანა კაკაბაძემ მითხრა, დიდი ბოდიში, მაგრამ დამატებით სიაში ჩაგსვამთო . ვის რად უნდოდა პოლიტპატიმრობა, არაფერი გამაჩნდა, ქუჩაში ვიყავი. ვიყავი სახელმწიფო სუბსიდიაზე. ქალბატონი რიმა ბერიძე, გია ვოლსკი დამიდგნენ გვერდში. ასევე ნინო ბურჯანაძე უანგაროდ დამიდგა გვერდით, როგორ შეიძლება ამის დავიწყება, დანარჩენებმა არც კი მომიკითხეს“, - განაცხადა გოგოხიამ.

 

გოგოხიას თქმით, ვარკეთილში მის მეუღლეს 30 კვადრატული მეტრის ფართი აქვს, რის დაკანონებასაც ითხოვს. მისივე თქმით, ამ საკითხზე საკრებულოს დეპუტატები ვატო შაქარაშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი ეხმარებოდნენ. გოგოხია ამბობს, რომ ფართის დაკანონება მერიაში შემორჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გამო ვერ მოხერხდა.

 

„ჩემს მეუღლეს ვარკეთილში აქვს დასაკანონებელი 30 კვადრატული, ყოველთვის მაძლევდნენ დაკანონების პირობას, მაგრამ დღემდე არაა დაკანონებული. გამგეობაში მითხრეს, ახლა რომ დაგიკანონოთ ოპოზიციური ძალები რა დღეს დაგვაყრიან, წარმოიდგინეთო. ისევ შემორჩნენ „ნაციონალები“, მათი აგენტურა.

 

უპატრონობის სინდრომი მაქვს. ვიღაც ჩემითაა დაინტერესებული, იმიტომ, რომ ძალიან ახლოს ვიყავი იმ ადამიანთან, მიხვდებით ვიზეცაა საუბარი, (გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს) იმის გამო, რომ ვიღაცისთვის არ გადამესწრო, ასე გამწირეს. “ქართულ ოცნებაში” არის ვიღაც ისეთი, ვინც ბლოკავს ჩემი საქმის გამოძიებას, ამაში დარწმუნებული ვარ.

 

არაფერს აღარ მოვითხოვ, ელემენტარული თავშესაფარი რომ მქონდეს, 30 კვადრატი რომ დამიკანონდეს, ეს მინდა,“ - აცხადებს გოგოხია.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი