logo_geo
სალომე ზურაბიშვილი „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვია
- +

27 სექტემბერი. 2019. 10:47

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი „ვესტ პოინტის“ სამხედრო აკადემიას ეწვია.

 

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამხედრო სასწავლებელში გამართული ოფიციალური დახვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი აკადემიის ხელმძღვანელს, გენერალ- ლეიტენანტ დერელ ვილიამსს შეხვდა, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად აკადემია დაათვალიერა და კადეტებთან დისკუსია გამართა, რომელსაც აკადემიის ოთხი ქართველი სტუდენტი: ბექა ბექაია, ზვიად ჯოლოხავა, ნიკოლოზ მერლანი, ლუკა ნადირაძე ესწრებოდა.

 

სალომე ზურაბიშვილმა საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა და აკადემიას ქართული, ტრადიციული საბრძოლო აღჭურვილობა უსახსოვრა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი