logo_geo
დავით ზალკალიანმა სინგაპურელ კოლეგასთან საინვესტიციო გარემოზე და ტურიზმზე ისაუბრა
- +

27 სექტემბერი. 2019. 12:20

 

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის სინგაპურის საგარეო საქმეთა მინისტრთან პირველი შეხვედრა გაიმართა.

 

დავით ზალკალიანმა და ვივიან ბალაკრიშნანმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების შესაძლებლობებზე, მათ შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარებაზე ისეთ მიმართულებებში, როგორიც არის ლიბერალური ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, რეფორმები, ტურიზმი.

 

უწყების ცნობით, კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საიუბილეო თარიღი - 25 წელი. მაღალი შეფასება მიეცა სინგაპურთან მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას. ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ის დაინტერესებულია განავითაროს და გააღრმავოს კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან, მათ შორს, შესაბამისი რეგიონალურ ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაციით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი