logo_geo
გიორგი ვოლსკი: მოქმედმა თუ მომავალმა პრეზიდენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ...
- +

27 სექტემბერი. 2019. 13:23

 

 

„პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი, არა მგონია, სწორი იყოს, თუმცა, ჩვენი შეფასებები, ობიექტურია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ  ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

 

მისივე თქმით, მოქმედმაც და  მომავალმა პრეზიდენტებმაც უნდა გაითვალისწინონ, რომ არსებობს  პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე.

 

„ადამიანებს, რომლებიც იმპიჩმენტის თემაზე საუბრობენ, იმდენად მძიმე პერიოდი აქვთ გამოვლილი, უმძიმესი დანაშაულების მქონე ადამიანების შემწყალებელი პრეზიდენტის ხელში. ასე რომ, ვფიქრობ, მათი თემა არის  პოლიტიკური. არ ფიქრობენ იმაზე, რომ ქვეყანას შეიძლება სტრესი ან დესტაბილიზაციის წინაპირობა  შეექმნას. ასე რომ,  იმპიჩმენტთან დაკავშირებით საუბარი, არა მგონია, სწორი იყოს, თუმცა, ის შეფასებები, რომელიც მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა, ობიექტურია. უნდა გაითვალისწინოს ყველამ - მოქმედმა პრეზიდენტმა თუ მომავალმა პრეზიდენტებმა, რომ არსებობს  პასუხისმგებლობა საზოგადოების და კონკრეტული ოჯახების წინაშე“,-განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

რაც შეეხება შეწყალების ფაქტზე გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას, ვოლსკი ამბობს, რომ თუ საჭირო იქნება, გამოძიების კითხვებს პრეზიდენტმაც უნდა უპასუხოს.

 

„თუ საჭირო იქნება, ვინც არ უნდა იყოს, უნდა მივიდეს დაკითხვაზე და გასცეს შეკითხვას პასუხი“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

big_banner
არქივი