logo_geo
სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილთან შეხვედრაზე: მიყვარს ქალების მტკიცე ხელის ჩამორთმევა
- +

27 სექტემბერი. 2019. 14:21

 

 

სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლენა ნაზარიანი საქართველოს ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილთან გუშინ გამართული შეხვედრის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

 

„გუშინ შეხვდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს თამარ ჩუგოშვილს. მოკლედ ვისაუბრეთ საქართველოს საარჩევნო კოდექსში მის მიერ ინიცირებულ ცვლილებებზე და საერთაშორისო თანამშრომლობაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა გრძელვადიანი და ეფექტიანი პარტნიორობის დასაწყისია.

 

P.S. მიყვარს ქალების მტკიცე ხელის ჩამორთმევა“, – წერს ლენა ნაზარიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი