logo_geo
მაია ცქიტიშვილი: დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა
- +

28 სექტემბერი. 2019. 14:42

 

„ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე, დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს“, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კომენტირებისას აღნიშნა.

 

„მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ უმაღლესო შეფასება მისცა ფაქტს, რომ დიალოგი არის დაწყებული.

 

ყველამ ვიცით, რომ ნებისმიერი კონფლიქტი ვერ წყდება დიალოგის გარეშე. დიპლომატია არის ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს პრობლემების გადაწყვეტა, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, რომელიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფი ხაზის მიმდებარედ. პრობლემები, რომლებიც გვაქვს, არის ძალიან მწვავე. ბუნებრივია, ყველა ეს საკითხი არის მსჯელობისა და დიალოგის საგანი. დიალოგი უნდა გაგრძელდეს, დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი