logo_geo
მიხეილ სააკაშვილი: უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოსვლას ვაპირებ
- +

30 სექტემბერი. 2019. 12:37

 

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოსვლას აპირებს.

 

ამის შესახებ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ უკრაინიდან ჩართვისას განაცხადა.

 

„უახლოეს თვეებში ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში, ეს საიდუმლო აღარ არის, უკრაინაში კარგად ვგრძნობ თავს, მაგრამ როდესაც სამშობლოს... გამოკითხვებში ვლიდერობ, ხალხი მეხვეწება. ვაპირებ ჩამოსვლას საქართველოში, ქართველ ხალხთან ერთად დავასრულებ ივანიშვილის მმართველობას. გული შემტკივა იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა განადგურდა, აღარ არსებობს“,-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

big_banner
არქივი