logo_geo
გიორგი ვოლსკი: ქართველ სამხედროებს არანაირი სამართლებრივი დევნა არ ემუქრებათ
- +

30 სექტემბერი. 2019. 15:04

 

უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ქართველ სამხეროებს სამართლებრივი დევნა არ ემუქრებათ. დეპუტატი აღნიშნული განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

 

"ქართველ სამხედროებს, არც უმაღლესი, არც საშუალო და არც დაბალი ჩინის სამხედროებს, არ ემუქრებათ არანაირი სამართლებრივი დევნა, ვინაიდან რუსეთი შემოიჭრა საქართველოში. თუ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, ამის დასაბუთებაც შეგვიძლია, რომ რუსეთის შემოჭრას ხელი შეუწყო სააკაშვილმა. დურაკია და იმიტომ აკეთებს (განცხადებას), რა ვქნა. კსანდრაა რა, კასანდრა მაშინ უნდა ყოფილიყო, როცა რეალურად ჩვენი სახელმწიფო იდგა საფრთხის წინაშე",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარისას.

 

აღნიშნული განცხადება გიორგი ვოლსკიმ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამბობს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოში მიმდინარე პროცესმა შესაძლოა ქართველი სამხედროების პასუხისმგებლობის საკითხი დასვას.

 

 

 

big_banner
არქივი