logo_geo
მაია ცქიტიშვილი: სახელმწიფოსთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტული პროექტია
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:32

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პრიორიტეტული პროექტია, რომელშიც მთავრობა ინვესტიციას დებს.

 

„ეს არის 250 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია, როგორც თანხობრივად, ისე ახალი საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების სახით, ეს არის კიდევ დამატებით 1000 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გადაცემა, ეს არის კონსტიტუციაში ჩვენი ხელისუფლების მიერ სპეციალურად შეტანილი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს ღრმაწყლოვან პორტთან თავისუფალი ეკონომიკური ზონის არსებობას, განსაკუთრებული საკანონმდებლო რეჟიმით. ამდენად, ეს არის ის უპრეცედენტო მხარდაჭერა გარდა ჩვეულებრივი საინვესტიციო ხელშეკრულების ფარგლებში გამოთქმული მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს მთავრობას აქვს ანაკლიის პორტზე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი