logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი ელიზაბეთ რუდს შეხვდა
- +

30 სექტემბერი. 2019. 16:56

 

საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების გზები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრაზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და აშშ-ის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სტეფანი ბეგლის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის მთავრობას პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მხარეებს შორის საუბარი საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხსა და სამომავლო გეგმებს შეეხო. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაზე.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა და ელიზაბეთ რუდმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო-ხელშეკრულების დოკუმენტის განახლების საკითხიც განიხილეს, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში საქართველოს თავდაცვის მინისტრის აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მოეწერება.

 

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-თან ერთად საერთაშორისო უსაფრთხოებაში საქართველოს წვლილს.

 

 

big_banner
არქივი