განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ადასტურებს, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის ნაწილის გამოყოფა იგეგმება.
მიხეილ ბატიაშვილი ადასტურებს, რომ კულტურის კომპონენტის გამოყოფასთან დაკავშირებით, კონსულტაციები მიმდინარეობს. თუმცა, მისივე განმარტებით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„არ დაგიმალავთ, მიმდინარეობს კონსულტაციები ჩვენი სამინისტროდან კულტურის გამოყოფაზე და როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება, პირველი თქვენ გაიგებთ“,- განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რეფორმის ფარგლებში, გასულ წელს განათლების სამინისტროს კულტურის და სპორტის სამინისტროები შეუერთდა.