logo_geo
ანრი ოხანაშვილი: მიხეილ სააკაშვილი „გამონათებებით“ ცდილობს, რაღაც ისეთი თქვას, რაც...
- +

30 სექტემბერი. 2019. 18:25

 

„მიხეილ სააკაშვილი საკუთარი „გამონათებებით“ ცდილობს, რაღაც ისეთი თქვას, რაც მის გამონათქვამებს კომიკურ ჟანრში კიდევ უფრო მეტად გადაიყვანს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

 

დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ქვეყნის ყველაზე მგრძნობიარე თემაზე – ქართველ სამხედროებზე მანიპულირება მოახდინოს, თითქოს, ხელისუფლება რაიმეს არ აკეთებს ქვეყნის ინტერესებისთვის და სამხედროებს არ იცავს.

 

„რაც არ უნდა კომენტარი გააკეთონ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გმირი ჯარისკაცების ინტერესები ყველა დონეზე იყოს დაცული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რუსეთის ქმედებებს ადეკვატური პასუხი გავცეთ. ჩვენი ჯარისკაცები სააკაშვილისგან განსხვავებით, ქვეყნის ინტერესებს სიცოცხლის ბოლო წუთამდე იცავდნენ და ამ ხალხზე დგას ის წარმატება, რასაც ქვეყანა შიგნით და გარეთ აღწევს. ჩვენი ჯარისკაცები, სააკაშვილისგან განსხვავებით, მტერს არ გაურბიან და მოქალაქეობას არ იცვლიან“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

​საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პუტინს სურს, ახალ წელს უკრაინაში მიიღოს დონბასის სპეციალური სტატუსი, მოლდოვაში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს, ხოლო საქართველოში მიიღოს ნეიტრალური სტატუსი, რათა კიდევ დაასუსტოს საქართველო.

 

ამასთან, სააკაშვილმა აღნიშნა: „მე მყავს ჩემი წყაროები და სისხლის სამართლის სპეციალისტი ვარ. ინფორმაციას ვერ გავხსნი და წყაროებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ჰააგაში საქართველო ქართველი სამხედროების წინააღმდეგ წარადგენს მტკიცებულებებს“.

 

 

 

big_banner
არქივი