logo_geo
დავით ნარმანია: ველოდები პარლამენტისგან მხარდაჭერას
- +

1 ოქტომბერი. 2019. 12:36

 

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ნარმანია აცხადებს, რომ პარლამენტისგან მხარდაჭერის იმედი აქვს.

 

„წამყვანმა კომიტეტმა მხარი დამიჭირა და შესაბამისად ველოდები პარლამენტისგანაც მხარდაჭერას. ეს იქნება ის მანდატი, რომელიც ერთი მხრივ დამაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას, ასევე დიდ გამოცდილებას მომცემს ამ სფეროში. თუმცა, მზად ვარ ამ დიდ გამოწვევაში ჩასართავად“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას პარლამეტი პლენარული სხდომის საშემოდგომო სესიაზე დღეს უყრის კენჭს.

 

 

big_banner
არქივი