logo_geo
არჩილ თალაკვაძე: არ ვაპირებთ პოლიტიკურ დაპირისპირებას ვინმესთან...
- +

1 ოქტომბერი. 2019. 13:38

 

 

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა ოკუპაციასთან დაკავშირებით მათ მიერ შემუშავებული დადგენილების პროექტის პლენარულ სხდომაზე 112-ე საკითხად დაგეგმილი განხილვა გააპროტესტა.

 

ოპოზიციას ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა, რომ ამ საკითხის უფრო ადრე განხილვაც შესაძლებელია. ამასთან, არჩილ თალაკვაძემ განმარტა, რომ ქვეყნის მთავარი გამოწვევის - ოკუპაციის საკითხის მათ დადგენილებასთან გაიგივება არ უნდა ხდებოდეს.

 

„რაც შეეხება ოკუპაციას და დღის წესრიგში მის ნუმერაციას, ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ ოკუპაციის საკითხს, როგორც პოლიტიკურ საკითხს  და როგორც ჩვენი ქვეყნის გამოწვევას, თქვენს დადგენილებასთან. თქვენი დადგენილება ჯერ კიდევ არ არის ერთი და იგივე, რაც ქვეყნის ოკუპაცია და დეოკუპაციის საკითხი. ეს არის თქვენი ინიციატივა, რომელიც ჯერჯერობით არის მხოლოდ პროექტი, დოკუმენტი. ამ დოკუმენტთან დაკავშირებით პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი გაიგივება ოკუპაციის პრობლემასთან, რომელიც არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ვერ მოხდება. ნახეთ, რომ არც კომიტეტზე ავარიდეთ თავი მის განხილვას, არც პლენარულზე ავარიდებთ იმიტომ, რომ აქ ძალიან მყარი პოზიციები გვაქვს. ოკუპაცია და დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც გვაქვს, არის საერთო ეროვნული საკითხი, აქ ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტიკურ დაპირისპირებას ვინმესთან, ვისაც გულით სჯერა და მართლაც უნდა, გააკეთოს საქმე, რომელიც ემსახურება დეოკუპაციას“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

big_banner
არქივი