logo_geo
ირაკლი ხმალაძე: პირველი ოქტომბერი ტაქსის რეფორმის დასაწყისია და არა დასასრული
- +

1 ოქტომბერი. 2019. 16:36

 

 

„პირველი ოქტომბერი ტაქსის რეფორმის დასაწყისია და არა დასასრული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა და ტაქსის რეფორმის მეორე ტალღაზე ისაუბრა, რომელიც დღეიდან ამოქმედდა.

 

„პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ტაქსის მანქანების კატეგორიზაციები შევიდა ძალაში და ქალაქში უკვე 2 კატეგორიად დაყოფილი ტაქსები მოძრაობს. ერთი არის A კატეგორია, რომელიც არის ვიზუალური სტანდარტით შეფერილი - თეთრი ტაქსები და B კატეგორია, რომელსაც ქუჩიდან მგზავრის აყვანის უფლება არ აქვს, შესაბამისად, ვერ იყენებს ტაქსის ნიშანს და შეუძლია შეტყობინების მიღება აპლიკაციის ან სატელეფონო ზარის საშუალებით.

 

ეს არის ცოცხალი პროცესი. პირველი ოქტომბერი არის რეფორმის დასაწყისი და არა დასასრული“, - განაცხადა ხმალაძემ.

 

ვიცე-მერმა ასევე აღნიშნა, რომ თეთრი ფერის ტაქსი თვითმიზანი არ ყოფილა და მთავარი ტაქსით მომსახურების სერვისის გაუმჯობესება იყო.

 

 

big_banner
არქივი