logo_geo
მაია ცქიტიშვილი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე: მთავარია შეხვედრის შედეგები
- +

1 ოქტომბერი. 2019. 17:14

 

 

„რუსეთის მხრიდან ფრენების შეჩერება დაკავშირებული იყო იმ არასტაბილურ ვითარებასთან, რაც მაშინ ხდებოდა, ყოველ შემთხვევაში ასე მიიჩნევდა რუსეთის ხელისუფლება, რომ საჯარო გამოსვლების გამო რისკის ქვეშ იქნებოდნენ რუსეთს მოქალაქეები. გუშინ უკვე აღვნიშნე, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რუსეთის არც ერთი მოქალაქის მიმართ არ ყოფილა არანაირი აგრესია და ეს მიზეზი ამოწურულია“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის პერსპექტივის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საქართველო-რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შესახებაც. კითხვაზე, ვისი ინიციატივით გაიმართა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, ცქიტიშვილმა უპასუხა, რომ ბევრად მნიშვნელოვანია შეხვედრის შედეგები და ის თუ, როგორ აისახება შემდეგი ნაბიჯები ურთიერთობების ნორმალიზებაზე.

 

„რაც შეეხება შეხვედრის ორგანიზებას, მოვისმინეთ შვეიცარიის მხარის დასტური და მგონი საკმაოდ სანდო წყაროა იმისთვის, რომ შემდგომ გარკვევაში აღარ შევიდეთ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთავარია შეხვედრის შედეგები,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

big_banner
არქივი