logo_geo
ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ელჩს შეხვდა
- +

1 ოქტომბერი. 2019. 17:50

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰუბერტ ქნირშსა და თავდაცვის ატაშეს, ვიცე-პოლკოვნიკ ლარს უკერვიცს უმასპინძლა.

 

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ პარტნიორებს მხარდაჭერისა და გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

ამასთან, უწყების ცნობით, შეხვედრაზე გერმანულმა მხარემ ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი და გერმანელი სამხედრო მოსამსახურეების ერთობლივი კონტრიბუციის მნიშვნელობა აღნიშნა და სამაგალითო სამსახურისთვის ქართული მხარის მიმართ პატივისცემა და მადლიერება დაადასტურა.

 

 

big_banner
არქივი